ინგლისურმა „ლივერპულმა“ ახალგაზრდა მცველ ჯო გომესს კონტრაქტი 3.5-წლით გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაცის „წითლების“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
„მიყვარს ეს გუნდი, აქ თამაში, სწავლა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცხადა ჯომ.
21 წლის გომესი „ლივერპულს“ 2015 წელს, „ჩარლტონიდან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში დაკვიდრება მოახერხა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
აქვე გეტყვით, რომ გომესმა „ბარნლისთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიიღო და მოედანზე გასვლას თვენახევარი ვერ შეძლებს.