ესპანური „ვილიარეალი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ვებგვერდი იტყობინება, ხავი კალეხასთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა და დაკავებული პოსტი დატოვა.
40 წლის სპეციალისტითვის გადამწყვეტი ლა ლიგის ბოლო ტურში შინ „სელტასთან“ (2:3) წაგება აღმოჩნდა.
„ვილიარეალი“ მიმდინარე სეზონის მისთვის არადამახასიათებლად ცუდად ატარებს. 15 ტურში 14 ქულა აქვს და გასავარდნი ზონასთანაა, მე-17 ადგილზე.
რაც შეეხება ხავი კალეხას, ესპანელი „ვილიარეალს“ 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა. საერთოდაც, ამ გუნდის გარდა მწვრთნელად არსად უმუშავია, ხოლო ფეხბურთელობისას "ელ მადრიგალზე" 1999-2006 წლებში თამაშობდა.