კალათბურთი

10:50 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა და 5 მოხსნა

ეროვნუ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი, უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“, რომელიც საკუთარ დარბაზში „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ დამარცხდა - 108:116.

ფაჩულიამ აღნიშნულ შეხვედრაში 10:42 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

„პისტონსის“ რიგებში გამორჩეულები ბლექ გრიფინი (35 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი) და ანდრე დრამონდი იყვნენ (23 ქულა, 19 მოხსნა), ხოლო „პელიკანსს“ ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა, რომელმაც 37 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მასთან ერთად გამოირჩა ჯულიუს რენდლი - 28 ქულა, 6 ოხსნა, 5 პასი.

„დეტროიტი“ კი მიუხედავად მიჯრით წაგებული მატჩებისა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს ინარჩუნებს (13 მოგება, 11 წაგება). მომდევნო შეხვედრას კი, 11 დეკემბერს, სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114927