თამაშგარე

10:22 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრა ალონსო - ირინა შეიკის  მეტოქე

ესპანეთში მოღვაწე რუს-თათარ უმშვენიერეს მოდელს, ირინა შეიკს ერთადერთი ვინც სრულ კონკურენციას უწევს, ესპანელი მოდელი ალექსანდრა ალონსოა, რომელიც ირინასგან განსხვავებით ცნობილი ფეხბურთელის გულისსწორი არასოდეს ყოფილა და დიდ წარმატებას მხოლოდ თავისი ნიჭითა და ტან-ფეხით მიაღწია.

დაახლოებით 10-15 წლის წინ, იტალიასა და საფრანგეთისგან განსხვავებით ესპანური სამოდელო ბიზნესი ევროპაში დიდად ცნობილი და განვითარებული არ იყო. თუმცა ალექსანდრა იყო თანამედროვე მოდელთაგან ერთ-ერთი მათგანი, რომელთაც ეს სფერო პირინეაზეც ძალიან მაღალ სიმაღლეზე აიყვანეს.

როგორც პროფესიონალსა და თავის საქმეზე შეყვარებულ მოდელს შეჰფერის, ალექსანდრა ალონსოს ყოველთვის შორს უჭირავს გათხოვებაზე საუბარიც კი და მუდამ იძახის, რომ მისი უმთავრესი საზრუნავი კარიერაა. გათხოვებაზე კი მათ იფიქრონ, ვისაც ჩვენს საქმეში ხელი მოეცარებაო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129616