ფეხბურთი

2:08 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახმა" მეორე ადგილი დაიბრუნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში „გლადბახმა“ აუტსაიდერთა რიგებში მყოფი „შტუტგარტი“ პრობლემების გარეშე დაამარცხა და ერთი დღით დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა.

„შვაბებმა“ „ბორუსიას“ წინააღმდეგობა ოდენ პირველ ტაიმში გაუწიეს, მაგრამ მეორე ნახევარში დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა უპირატესობა გოლებშიც გარდასახეს და 3:0 მოიგეს. შედეგად, „გლადბახს“ 29 ქულა დაუგოვდა და ლიდერ „დორტმუნდს“ 7 ქულით ჩამორჩება.

დღის კიდევ ერთი შეხვედრა კი „მაინცსა“ და „ჰანოვერს“ შორის გაიმართა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს ქულა სტუმართათვის გაცილებით მნიშვნელოვაი იყო, რადგან „ჰანოვერი“ გასავარდნ ზონაშია და მისთვის თითოეული ფასეულია.

„მაინცი“ – „ჰანოვერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვეიდანტდი (12), 1:1 ბროსინსკი (89, პენ)

„გლადბახი“ – „შტუტგარტი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 რაფაელი (69),2:0 ნეუჰაუსი (77), 3:0 პავარი (84, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.114349