ფეხბურთი

2:32 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გოლი კვიპროსში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ზედიედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. კვიპროსის თასზე შესრულებული დუბლის და საგოლე პასის შემდეგ კაჭარავამ ამჯერად ჩემპიონატშიც გაიტანა.

მე-12 ტურში „ანორთოსისი“ „დოქსას“ დაუპირისპირდა და თავიდან აგებდა, მაგრამ 3:1 მოიგო, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. 81-ე წუთზე ნიკა მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

საერთოდ, ნიკამ დიდებული შეხვედრა ჩაატარა. გოლის გარდა, ბევრ სახიფათო მომენტს დაუდო სათავე. თანამემამულე ბექა მიქელთაძეს ორჯერ ძალიან ხელსაყრელი მომენტი შეუქმნა. ამასთან, ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა: პენალტი მოიპოვა, რომელიც დანიელ პრანიჩმა გაიტანა, მეორე გოლიც მის აქტივობას და კარში დარტყმას მოჰყვა, ხოლო ბოლოს თავად გაიტანა... მოკლედ, სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა.

ეს, ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია უშუალოდ ჩემპიონატში, ისე კი თასზე ორჯერ გამოიჩინა თავი. კაჭარავამ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და 63-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო. მასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 74-ე წუთამდე იყო მინდორზე ბექა მიქელთაძე, რომელსაც ასეევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ სამი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

„ანორთოსისი“ კი 12 ტურის თავზე 19 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113988