ფეხბურთი

22:50 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდემ "ინტერი" დაამშვიდა: "ტოტენჰემთან" მოსაგებად ვითამაშებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მილანის „ინტერს“ ჰპირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ტოტენჰემთან“ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსასთვის“ აღნიშნული შეხვედრა პრაქტიკული თვალსაზრისით უმნიშვნელოა.

„ითამაშებს თუ არა მესი „ტოტენჰემთან“? - სამშაბათს ვნახავთ. თუმცა, შემიძლია „ინტერი“ დავარწმუნო, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობით ვითამაშებთ.

ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგას დიდი პატივს სცემს და ეცდება მაქსიმალური ქულები მოიპოვოს. არჩევანს ჩვენი ინტერესებიდან გამოდმინარე გავაკეთებ და არა „ინტერის“, - განაცხადა ვალვერდემ.

ჩემპიოთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: „ბარსელონას“ პლეი-ოფში გასვლა პირველი ადგილით აქვს განაღდებული, „ტოტენჰემსა“ და „ინტერს“ კი 7-7 ქულა აქვთ. ბოლო ტურში ლონდონელები „ბარსას“ სტუმრად, ხოლო მილანელები შინ პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდებიან.

თანაბარი ქულების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე „ტოტენჰემი“ გავა, სწორედ ამიტომ „ნერაძურისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ ინგლისურ გუნდთან არ წააგოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11136