ჩოგბურთი

22:00 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა დუბაიში, ბოლქვაძე – პუნეში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა დუბაიში იმყოფება, სადაც ახალი სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ირჯება.

ოქსანამ ერთეულთა კვალიფიკაციაში ჩეხ რენატა ვორაცოვასთან 1:6, 4:6 წააგო, წინ კი წყვილთა შეხვედრა ელის.
კალაშნიკოვას და გერმანელ მონა ბარტელს მე-2 განთესვა აქვთ და ისინი მერვედფინალში უნგრელ რეკა-ლუკა იანისა და შვედ კორნელ ლისტერს გაეჯიბრებიან.
ინდოეთის ქალაქ პუნეში იმყოფება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც 25-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში სლოვენიელ პია ჩუკს ეთამაშება.
წყვილთა თანრიგის საწყის რაუნდში ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა ძალებს ინდურ-ამერიკულ დუეტთან (მანე-შაჰი) მოსინჯავენ.

0.119855