ჩოგბურთი

21:07 | 9.12.2018 | ნანახია 456 - ჯერ

დალაქიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

17 წლის ქართველი კალათბურთელი მარიამ დალაქიშვილი თურქულ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც 3 გამარჯვება იზეიმა, ძირითად ბადეში კი 2 რაუნდი დასძლია.
ქართველი ჩოგბურთელისთვის წარუმატებელი მე-3 წრე აღმოჩნდა, სადაც ის ფრანგ კაროლ მონესთან 2:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში დალაქიშვილმა და თურქმა ზეინეპ სონმეზმა თურქივე ჩემრე ანილი და სამხრეთკორეელი იეონ ვონ ჯეონი 6:2, 6:4 დაამარცხეს, მერვედფინალში კი სათამაშოდ არ გასულან რუმინულ-თურქულ დუეტთან (გასპარი-სეზერი).
სამწუხაროდ, მარიამმა ვერც ანტალიის მორიგ 15-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩართვა მოასწრო, სადაც გამარჯვება უბრძოლველად გადაულოცა თურქ დოგა თურქმენს. რაც შეეხება ბარბარე ერისთავს, მან იაპონელ უტაკა კიშიგამისთან 4:6, 2:6 წააგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.123445