კალათბურთი

20:41 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის გუნდმა კენტუკელებს აჯობა

“სეთონ ჰოლმა”, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იცავს, აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში სასახელო გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა კენტუკის უნივერსიტეტს, რომელსაც გუშინდლამდე მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა წაგებული, დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ, 84:83 მოიგო.
სანდრო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 5 პერსონალური ფოლის გამო, მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გაატარა.
მამუკელაშვილმა აღნიშნულ დროში 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 3 ქულას 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი წაამატა, პასივში კი 1 დაკარგვა ჰქონდა.
“სეთონ ჰოლს” ამერიკელმა მაილს პაუელმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და თამაში 28 ქულით დაასრულა.
სანდროს გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 15 დეკემბერს “სკარლეტ ნაითსთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123589