საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მინსკში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ბელარუსის ნაკრებთან. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი იახლა. შეხვედრები 9 და 11 დეკემბერს გაიმართება.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ლეჟავა (საბურთალო)
მცველები: გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), გოგი მამულაშვილი (გორი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), სანდრო მელიქიშვილი (დინამო თბ), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (ლოკომოტივი)
ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), თორნიკე აფციაური (საბურთალო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო)
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010)
gff.ge