ჭადრაკი

14:50 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილის საუკეთესო შედეგი მსოფლიო ნაკრებში

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დასრულდა პოლონეთისა და მსოფლიოს საჭადრაკო ნაკრებთა მატჩის პირველი ნაწილი, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას მემორიალის ეგიდით მიმდინარეობს.

მეტოქეებმა ერთ წრედ კლასიკური პარტიები მოილიეს, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრა 5:5 დასრულდა, არადა, მსოფლიოს გუნდი ფავორიტად მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ღირსებას ქართველი ლელა ჯავახიშვილიც (2464) იცავს, მისი თანაგუნდელები კი გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი (2487), ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2408), ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2470) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2494) არიან.
პოლონელთა მაისურით იოლანტა ზავადსკა (2423), კლაუდია კულონი (2333), კარინა შჩეპკოვსკა (2408), მონიკა სოცკო (2458) და ანა ვარაკომსკა (2233) თამაშობენ.
სასიხარულოა, რომ 5 ტურის თავზე მსოფლიოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჯავახიშვილს ჰქონდა. ლელამ პაეტცისა და აბდუმალიკის მსგავსად, 3.0 ქულა მოაგროვა.
ქართველმა მოჭადრაკემ სოცკო და ვარაკომსკა დაამარცხა, კულონსა და ზავადსკას დაუზავდა, ხოლო შჩეპკოვსკასთან დამარცხდა.
საინტერესოა, რომ ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ჰარიკამ 5 პარტიიდან 3 წააგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და მოგების გარეშე დარჩა.
ახლა, პოლონეთისა და მსოფლიოს გუნდები ერთმანეთს ბასკურსა (როდესაც 2 პარტი ერთდროულად მიმდინარეობს) და სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრებიან (ორივე შემთხვევაში, დროის კონტროლი ასეთია 15+10).

0.115418