17 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უკვე რეგულარულად იწვევენ, მიმდინარე სეზონიდან კარიერას ესპანურ ”მირაფლორეს ბურგოსში” აგრძელებს.
ეს გუნდი რანგით მე-4 ლიგაში (EBA) ირიცხება, სადაც კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი ასპარეზობს. “მირაფლორეს ბურგოსი” A-A ჯგუფში ირჯება და 9 ტურის თავზე 6 მოგებით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
ანდრონიკაშვილს ესპანურ გუნდში დებიუტი ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ბურგოსის უნივერსიტეტთან დერბიში 23 წუთში 15 ქულა (6-დან 3 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
გუშინ, “მირაფლორეს ბურგოსმა” “გოიერის” 100:75 სძლია, ქართველი უკანახაზელი კი თამაშში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
რატიმ 4-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ბურგოსელებს ესტონელმა რობერტ ვალგემ ულიდერა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო.
ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს “არდოისთან” გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯანმრთელობაზე მეფიქრება, ნეტა რამდენად კომპეტენტური ექიმ(ებ)ი ჰყავთ შტაბში?! ისედაც 3 ძალოსანით მივიღეთ მონაწილეობა ჩვენდა საგანგაშოდ და აქედან ლაშას ჩათვლით სამივეს ტრავმა ჰქონდა.
ნეტა თუ მოისურვებს კიდევ ოთხი წლით სპორტში დარჩენას რომ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი გახდეს.
ეს ნამდვილად სამოტივაციო მომენტია მისთვის, მთავარია ჯანმრთელობა.