ზამთრის სატრანსფერო ზონის პერიოდში "მილანმა" შესაძლოა "ლივერპულის" ფეხბურთელები დივოკ ორიჯი და დანიელ სტარიჯი იჯარის წესით დაიმატოს. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato ავრცელებს.
"მილანი" იმ შემთხვევაში დაიწყებს "მერსისაიდელებთან" მოლაპარაკებას" თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი ვერ მოხერხდება. "ლივერპული" კი ასევე მზადაა რომ აღნიშნული ფეხბურთელები ზამთარში გაანათხოვროს.
მიმდინარე სეზონში სტარიჯმა "წითლების" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ორიჯმა კი პირველი გუნდის რიგებში სამი შეხვედრა ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.