ფეხბურთი

10:29 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "25 წელია ფეხბურთში ვარ და ასეთი არაფერი მინახავს"

რომის "ლაციომ" გენუის "სამპდორიასთან" 95-ე წუთზე გაიტანა მეორე გოლი და 2:1 დაწინაურდა. თუმცა, მაინც ვერ მოიგო, რადგან 99-ე წუთზე გენუელმა რიკარდო საპონარამ ულამაზესი გოლი გაიტანა. ნამატჩევს, "არწივების" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი იმედგაცრუებული გახლდათ.

იტალიელმა თქვა, რომ მსგავსი რამ 25 წლის განმავლობაში არ უნახავს.

"25 წელია ფეხბურთში ვარ და არასდროს მინახავს, 99-ე წუთზე ქუსლით გატანილი გოლი. ეს დიდი იმედგაცრუება იყო და ვწუხვარ, პირველ რიგში ბიჭები გამო, რომლებმაც გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენ კარისკენ 25-ჯერ დავარტყით, მაშინ, როდესაც "სამპდორიამ" იგივე სამჯერ გააკეთა. თუმცა, ეს ფეხბურთია", - განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, "ლაციო" 15 ტურში მოპოვებული 25 ქულით "მილანთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

0.121272