ფეხბურთი

1:58 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი სალაჰობს, „ლივერპული“ ისევ ლიდერია, „სიტიმ“ პირველად წააგო

განსაკუთრებული გამოდგა პრემიერლიგის მე-16 ტური. რატომ? იმიტომ, რომ შინაურ ჩემპიონატში „მანჩესტერ სიტი“ პირველად დაარცხდა. ასეთი რამ კი, ერთობ იშვიათად ხდება...

„ლივერპული“ ცხრილის თავში პირველ, მესამე, მეოთხე და მეექვსე ტურებში იდგა, მეშვიდედან მოყოლებული კი „ქალაქელები“ მოექცნენ ოცეულის კენწეროში და ვიფიქრეთ, ამათი ჩამომგდები აღარავინ იქნებაო, მაგრამ...

წლევანდელი სეზონი მოჰამედ სალაჰმა ცუდად დაიწყო. ამას ტრავმასაც აბრალებდნენ. თუმცა, იმასაც ამბობდნენ, მცველებმა ეგვიპტელის საიდუმლო ამოხსნეს და წლეულს ძალიან გაუჭირდებაო.

თავიდან ასეც იყო, მაგრამ აბა ვნახოთ: 20 ოქტომბრიდან მოყოლებული, ყველა ტურნირში, ბოლო 10 მატჩში 9 ბურთი გაიტანა. სეზონში კი 12 გოლი მოუგროვდა. ამათგან 10 პრემიერლიგაში. წუხელ კი, ჰეთ თრიქი "ბორნმუთთან."

„ეს შესანიშნავია, უბრალოდ შესანიშნავი. ყველამ იცის, როგორ უყვარს სალაჰს გატანა. თავიდან რაღაც ვერ წაუვიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მშვენივრადაა. მისი მეორე გოლი ხომ ფანტასტიკის სფეროდან იყო. მეტოქე მის წაქცევას ცდილობდა, მაგრამ თავი შეიმაგრა და ჩინებული გოლი შეაგდო.“ - უთხრა მატჩის შემდეგ კლოპმა Sky Sports-ს.

„ბორნმუთი,“ ზოგადად, კერკეტ კაკლად ითვლება. იოლად არავის არაფერს დაუთმობს, მაგრამ, ამჯერად დუელი ვერ გამოვიდა. მერსისაიდელებმა ძალიან იოლად მოუგეს. მართალია, პირველი გოლი სალაჰმა თამაშგარედან გაიტანა, მერე კი „ალუბლებს“ პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ ამას თამაშის მსვლელობაზე დიდად არ უმოქმედია. ეგ კი არა, როგორც ყოველთვის, „ლივერპულს“ ყველა გასატანი რომ გაეტანა, ეგებ, ანგარიში მასპინძელთათვის სავალალოც ყოფილიყო.

ჯეიმს მილნერმა კი მე-500 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ახლა, ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ 12 მოთამაშე უსწრებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე მილნერს „ლიდსში,“ „სუინდონში,“ „ნიუკასლში,“ „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. „ლივერპულში“ კი 2015 წლიდან ირჯება.

ტურის კვაძი კი ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიხსნა. „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის,“ მაურიციო სარიმ კი ხოსეპ გვარდიოლას აჯობა.

კანტესა და დავიდ ლუისის გოლებს „ქალაქელებმა“ ვერაფრით უპასუხეს.

„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. იმიტომ, რომ „სიტისთან“ მოგება გამორჩეული შეგრძნებაა. ჩემი გუნდის შემართება მომეწონა. „ჩელსის“ ყოველთვის არ გამოსდის ასე გარჯა. მაგრამ თუ წაგვივიდა, ჩვენი შეჩერება შეუძლებელია. ძალიან ძლიერები ვხდებით.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, იმიტომ, რომ აზარმა პირველად ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე. თუმცა, მეორე ტაიმში დავლაგდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“ - უთხრა „არისტოკრატთა“ დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ BBC-ის.

„სიტიმ“ დღეს ჩინებულად ითამაშა. უკეთ, ვიდრე ზოგიერთ მოგებულ მატჩებში. მაგრამ, ასეთ მაღალ დონეზე, მოწინააღმდეგეს, შესაძლოა, ნახევარმომენტიც ეყოს გასამარჯვებლად. ზუსტად ასე მოხდა ამჯერად. ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და ყველა განსაკუთრებული მოტივაციით გვეთამაშება.“ - ეს „ქალაქელთა“ თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას მატჩისშემდგომი სიტყვებია.

საინტერესოა, რომ „სიტიმ“ პრემიერლიგაში 7 აპრილის შემდეგ პირველად წააგო. ეს კი, ჯერ კიდევ წინა სეზონში იყო.

ამრიგად, მე-16 ტურის, შაბათის მატჩების შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილს 42 ქულით, ერთადერთი დაუმარცხებელი - „ლივერპული“ ლიდერობს. ქულით ნაკლები აქვს „სიტის.“ 36 პუნქტით, მესამეზე „ტოტენჰემია,“ რომელმაც ტურის გვიან შეხვედრაში, სტუმრად, „ლესტერს“ კორეელი სონისა და დელე ალის გოლებით მოუგო.

„ჩელსი“ და „არსენალი“ კი 34-34 ქულით, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

კვირას, ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, "ნიუკასლი" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს." ორშაბათს კი "ევერტონი" "უოტფორდს" დაუხვდება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-16 ტური. 8 დეკემბერი

ბორნმუთი - ლივერპული 0:4

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 572

0:1, 0:2 სალაჰი (25, 48), 0:3 კუკი (68, საკ. კარში), 0:4 სალაჰი (77)

ბორნმუთი: ბეგოვიჩი, ფრენსისი, კუკი, აკე, დენიელსი (რიკო 83), სურმანი, ლერმა, სტანისლასი (მინგსი 83), ბრუკსი (მუსე 65), ფრეიზერი, კინგი

მწვრთნელი: ედი ჰოუი

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, მატიპი, ფაბინიო, ვეინალდუმი, მილნერი, კეიტა (ლალანა 65), ფირმინო (ჰენდერსონი 81), სალაჰი, შაჩირი (მანე 65)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: აკე (12), ლერმა (15); ფაბინიო (70)

მანჩესტერი - ფულემი 4:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 523

1:0 იანგი (13), 2:0 მატა (28), 3:0 ლუკაკუ (42), 3:1 კამარა (67, პენ), 4:1 რაშფორდი (83)

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, სმოლინგი (როხო 59), ჯოუნსი, დალოტი, მატა, მატიჩი, ერერა, ლინგარდი (ფრედი 73), ლუკაკუ, რაშფორდი (მაკტომინაი 84)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ფულემი: რიკო, ოდოი, რიმი, ბრაიანი, მოუსონი, შურლე (სისე 73), კერნი (ვიეტო 46), სერი, ზამბო-ანგისა, სესენონი, მიტროვიჩი (კამარა 46)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მსაჯი: ლი პრობერტი

გაფრთხილება: დალოტი (45+1); ზამბო-ანგისა (31), სერი (73)

გაძევება: ზამბო-ანგისა (69)

არსენალი - ჰადერსფილდი 1:0

ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 893

1:0 ტორეირა (83)

არსენალი: ლენო, ლიხტშტაინერი (ივობი 46), პაპასტატოპულოსი, მუსტაფი (მონრეალი 66), კოლაშინაცი, ბელერინი, ჯაკა, ტორეირა, გენდუზი, ობამეიანგი, ლაკაზეტი (მხითარიანი 46)

მწვრთნელი: უნაი ემერი

ჰადერსფილდი: ლიოსლი, იორგენსენი, ლიოვი, შინდლერი, კონგოლო, სმიტი (ჰადერჯონაი 60), უილიამსი (დურმი 70), ჰოგი (ბაკუნა 52), მუი, პრიტჩარდი, დეპუატრი

მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ჯაკა (24), ლიხტშტაინერი (39), პაპასტატოპოლუსი (40), მუსტაფი (45+2), გენდუზი (80); პრიტჩარდი (35), უილიამსი (38), სმიტი (39), ბაკუნა (85)

ჩელსი - სიტი 2:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0 კანტე (45), 2:0 დავიდ ლუისი (78)

ჩელსი: კეპა, რუდიგერი, ალონსო, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (ბარკლი 68), აზარი (ჟირუ 90), პედრო, ვილიანი (ლოფტუს-ჩიკი 75)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი, ბერნარდუ სილვა, დავიდ სილვა (გიუნდოგანი 68), ფერნანდინიო, მაჰრეზი (ფოდენი 84), სტერლინგი, სანე (ჟეზუსი 53)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (63), პედრო (81)

ბარნლი - ბრაიტონი 1:0

1:0 ტარკოვსკი (40)

ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 3:2

0:1 მაკარტური (6), 1:1 სნოდგრასი (48), 2:1 ერნანდესი (62), 3:1 ანდერსონი (65), 3:2 შლუპი (76)

კარდიფი - საუთჰემპტონი 1:0

1:0 პატერსონი (74)

ლესტერი - ტოტენჰემი 0:2

0:1 სონი (45+1), 0:2 ალი (58)

0.171397