ფეხბურთი

14:00 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ლივერპულის" კართან ავტობუსის დაყენებას არ ვაპირებთ"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ლივერპულთან“ გასამართ მატჩზე ფიქრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ინგლისში მაქსიმუმისთვის მიემგზავრება და ავტობუსის ჩაყენებას არ გეგმავს.

„ლივერპულში კარის წინ ავტობუსის დაყენებას არ ვაპირებ. ჩვენ პერსპექტიული გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია მეტოქის გაკონტროლება, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ.

სალაჰმა სამი გოლი გაიტანა? იმედია, ლიმიტი ამოწურა. „ენფილდი“ მსოფლიოში საუკეთესო სტადიონია. „სან პაოლოს“ შემდეგ გამორჩეული ატმოსფერო სუფევს და კარგი მოგონებები მაკავშირებს, „ჩელსისთან“ ერთად გავიმარჯვე ამ სტადიონზე. გარდა ამისა, როდესაც „ლივერპულზე“ ვფიქრობ, 2007 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი მახსენდება.

ლივერპულში მაქსიმუმის საჩვენებლად მივდივართ და ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. 100%-ით გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 11 დეკემბერს გაიმართება. ინგლისელებს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. იტალიელებს კი სასურველი მიზნის მისაღწევად ქულაც ან შედეგიანი ანგარიშით, ოღონდ ერთი ბურთის სხვაობით წაგებაც (1:2, 2:3, 3:4 და ა.შ) ეყოფათ.

0.113324