ფეხბურთი

23:57 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ვერცხლის სინისკენ" მიიწევს

დორტმუნდის „ბორუსია“ საჩემპიონოდაა მომართული. ეს აქამდეც დადასტურდა და დღესაც, როდესაც ლუსიენ ფავრის გუნდმა რურის დერბიში გაიმარჯვა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

„შალკე“ არაა ისეთი სტაბილური და კარგი, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „დორტმუნდთან“ შეხვედრაში დომენიკო ტედესკოს გუნდს განსაკუთრებული მოტვაცია ჰქონდა. ამ გუნდებს შორის არსებული დაპირისპირება ძველი ამბავია და სწორედ ამიტომ, ნათელი იყო, რომ „ბორუსიას“ „ველტინს არენაზე“ მძიმე მატჩი ელოდა. ასეც მოხდა, მაგრამ რაც მთავარია, „ყვითლებმა“ მოიგეს. ანგარიში სწრაფადვე ტომას დელანიმ გახსა და დანიელის გოლით სტუმრები კარგა ხანს იგებდნენ. მანამ, სანამ მარკო როისმა საჯარიმოში მეტოქე არ წააქცია და მსაჯმა ვიდეორეფერთან გადამოწმების შედეგად პენალტი დანიშნა. „ხუმარებმა“ კალიჯურის გოლით გაათანაბრეს და მოგებაზეც დაიწყეს ფიქრი. თუმცა, „დორტმუნდი“ წელს მაგარი გუნდია და ყველაფერთან ერთად მტკიცე ხასიათიც აქვს. იედონ სანჩომ 74-ე წუთზე მეორედ დაამწუხრა მასპინძლები და „დორტმუნდმა“ მორიგი თამაში მოიგო. 14 ტურში 11 გამარჯვება 3 ფრე, 36 ქულა და პირველი ადგილი დამაჯერებლად. ლუსიენ ფავრის გუნდი „ბაიერნს“ 9 ქულით სჯაბნის და ზამთრის ჩემპიონობა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

თავის მხრივ, „ბაიერნმა“, როგორც იქნა ბუნდესლიგაში დამაჯერებლად მოიგო. ბავარიულ დერბიში „რეკორდმაისტერის“ მეტოქე „ნიურნბერგი“ იყო და ნიკო კოვაჩის გუნდს პრობლემები არ ჰქონია. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, ხოლო შეხვედრას წერტილი ფრანკ რიბერი დაუსვა.

„ფრაიბურგმა“ ამბიციური „ლაიფციგი“ მიიღო და მწარე სილა გააწნა. მასპინძლებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „რედ ბული“ 3:0 დაამარცხეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

„ვოლფსბურგმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ ქულებ გაიყვეს, ხოლო „ლევერკუზენმა“ ალარიოს გვიანი გოლით „აუგსბურგი“ გატეხა და საშიშ ზონას მოსცილდა. დღის ბოლო მატჩში კი "ჰერტამ" "აინტრახტი" დაამარცხა და ოთხეულს მიაუხლოვდა.

„ლევერკუზენი“ – „აუგსბურგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ალარიო (75)

„ბაიერნი“ – „ნიურნბერგი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (9), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 რიბერი (56)

„შალკე“ – „დორტმუნდი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დელანი (7), 1:1 კალიჯური (61, პენ), 1:2 სანჩო (74)

„ფრაიბურგი“ – „ლაიფციგი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 პეტერსენი (12), 2:0 ვალდშიდტი (45, პენ), 3:0 ფრანტცი (52)

„ვოლფსბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 ბელფოდილი (4), 1:1 ბიჩაკჩიჩი (28, ა.გ), 2:1 გინჩეკი (31), 2:2 კრამარიჩი (71)

„ჰერტა“ – „აინტრახტი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გრუიჩი (40)

თეგებიბუნდესლიგა
0.156489