ფეხბურთი

23:27 | 8.12.2018 | ნანახია 2252 - ჯერ

ჯანო საგოლე პასით დაბრუნდა! (+VIDEO)

როგორც იქნა! ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში მოედანზე 26 სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა და ნაყოფიერადაც.

ქართველმა "ანჟისთან" მატჩის 70-ე წუთზე ლუის ადრიანო შეცვალა და 84-ე წუთზე ჩვეულ სტილში ითამაშა, ზე ლუიში მოხდენილი, ჭკვიანური და დროული გადაცემით მეკარეს შეატოვა და თანაგუნდელმაც გარჯა დაუფასა. შედეგად, ჯანო საგოლე პასით დაბრუნდა! ეს ძალზე სასიხარულო ამბავია და იმედია, ოლეგ კონონოვი ქართველს უფრო მეტად დაეყრდნობა.

უშუალოდ თამაში კი "სპარტაკმა" 3:0 მოიგო, 28 ქულა დააგროვა და 17 ტურის მერე მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:28 | 09.12.2018
Shevche (15054)

_____________________ლორია?__________________
___კაკაბაძე___კაშია___კვირკველია___ნავალოვსკი?___
_____________________კანკავა___________________
________________ანანიძე__ჩაკვეტაძე______________
___________არაბიძე__________ოქრიაშვილი________
___________________ჭანტურია___________________

ჩემი აზრით, ეს 11-ეულია საუკეთესო, თუ ჯანმრთელად და ფორმაში იქნებიან.

ლორია ძალიან არასტაბილური მეკარე იყო ყოველთვის. არასდროს მომწონდა. მთლად ლომაიასავით არ ყოფილა, მაგრამ ამასაც ბლომად უაზრო გოლები აქვს გაშვებული.
ნავალოვსკი არის ეფექტური, მაგრამ არაეფექტიანი. ვითომ შეტევაში კარგად ერთვება, დარბის, იბრძვის, მაგრამ თითქმის არასდროს მოყვება მის ჩართვებს რაიმე შედეგი. დაცვაში კი ერთ-ერთი უსუსტესია. იმედია, ვინმე მალე გამოჩნდება მისი შემცვლელი.
არაბიძე თუ ფორმაში ჩადგა, მაგაზე მაგარი მარჯვენა ვინგერი არავინაა.
ოქრის ფორმაში ჩადგომის აღარ მჯერა. ვეღარ ითამაშებს ეგ ვერაფერს. თუმცა ნაკრებში ისეთი თამაშები აქვს ჩატარებული, ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით მაინც იმსახურებს ადგილს.
აი წინ კი, რადგან ნორმალური ფორვარდი არ გვყავს, მგონია, რომ ჭანტურია საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ბურთს კარგად იჭერს, მომტყუებელიცაა, პასიც(ხშირად არ აკეთებს, მაგრამ
) იცის და რაც მთავარია კარგი და ძლიერი დარტყმა აქვს. აბა ქართველი თავდამსხმელის(!) კარგი დარტყმული ბურთი წლებია აღარ მინახავს.. ისე, არც ამის ფორმაში ჩადგომის მჯერა. კაცი რომ ბარსელონადან ვლადიკავკაზში და რუმინეთში აღმოჩნდები. შემდეგ ისევ გერმანიაში მოხვდები და იქიდან ამჯერად ურალში გადახვალ, ალბათ, არც იმსახურებ არაფერს.
არაბიძე, ჯერჯერობით ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ შანსი აქვს რამე ითამაშოს, მაგრამ თუ რამე არ შეცვალა, ამასაც იგივე ელის.

03:02 | 09.12.2018
alfadhirhaiti (7526)

საქართველოს ნაკრების ოპტიმალურ შემადგენლობას რო წარმოვიდგენ მბურძგლავს

მინიმუმ მესამე ადგილი უნდა მოსთხოვონ ვაისს, თუ არადა, კიდე უფრო დამტკიცდება რო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დაიკავა საქართველომ პირველი ადგილი ერთა ლიგის ჯგუფში.

01:53 | 09.12.2018
O. Mertskhali (8101)

ვნახოთ, ვილიარეალთან რა იქნება.. თუ იმ თამაშშიც დაიკიდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს მაგ გუნდიდან წამოსასვლელად - აბუნტდეს უნდა.. ნუ, ისედაც უნდა წავიდეს მაგ გუნდიდან, მაგრამ ასეთი უპატივცემულობის შემთხვევაში, უკვე 'ჩარჩოებიდანაც' უნდა გამოვიდეს, ჩემი აზრით

01:02 | 09.12.2018
ბათუმის დინამო ! (229)

კარგია,ვულოცავ ჯანოს ბრწყინვალე დაბრუნებას.აქ რა შუაშია და ილია კოკაია კლუბის დაარსებას აპირებს ბათუმშიო და რამდენად მართალია თუ იცით ვინმემ?? ან ზესტაფონის ბაზას და სტადიონს რას უშვრება საინტერესოა..

00:23 | 09.12.2018
რაჭა (10043)

შევჩე
გილოცავ...
წარმატებები ჯანოს...ნუ, პასი იყო კლასი.

03:22 | 09.12.2018
Shevche (15054)

გაიხარე

00:21 | 09.12.2018
ogafa (10211)

წარმატებები

23:55 | 08.12.2018
mjgiri (8951)

რომას მოვუDგან დედის &&კი

00:04 | 09.12.2018
kent545 (256)

Davi.es ra qnss

23:47 | 08.12.2018
kent545 (256)

Romas nichisze ras piqrobt?

23:51 | 08.12.2018
სავაშა__ (6590)

MAGAT GAMZRDELS SHEVECI

23:55 | 08.12.2018
kent545 (256)

550lari amacales

23:34 | 08.12.2018
სავაშა__ (6590)

20 წუთი უთამაშებიათ, რაღას წავა ეხლა ))))))

23:33 | 08.12.2018
akaki (1214)

ძალიან მაგრად გამეხარდა რო ვნახე.. წადით რა მაგ რუსეთიდან შენ და ოქრიაშვილი

0.059832
400