“კლივლენდ კავალიერსის” მთავარი მწვრთვნელის, დევიდ ბლატის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია გაწვრთნას ისეთი მაღალი დონის კალათბურთელები, როგორებიც არიან ფორვარდები ლებრონ ჯეიმსი, კევინ ლავი და გამთამაშებელი კაირი ირვინგი. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი sportsmole.co.uk ავრცელებს.
“ჩემთვის დიდი პატივია ჯეიმსთან, ლავთან და ირვინგთან მუშაობა. მათგან არ ვგრძნობ რაიმე ზეწოლას, ჩემ სამუშაოს დიდი სიამოვნებით ვასრულებ. როცა ჩვენ ერთად ვართ მოედანზე, ეს მეტოქისთვის სამმაგი საფრთხეა”.
დევიდ ბლატი ამ ზაფხულს “კლივლენდ კავალიერსის” მთავარი მწვრთნელი გახდა.
შარშანდელ სეზონში ბლატმა თელ-ავივის “მაკაბი” ევროლიგის ჩემპიონი გახადა.
დევიდის სამწვრთნელო კარიერა 1993 წელს“აპოელში” დაიწყო. ბლატი წვრთნიდა ისრაელის, იტალიის, საბერძნეთის, რუსეთისა და თურქეთის კლუბებს. 2007 წელს, მან რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა.