თბილისის ოლიმპიას ხელბურთელ ქალთა გუნდი აგრძელებს ასპარეზობას საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში. დღეს ბაქოს აბუ არენაზე ჩვენი კლუბი 23-33 დამარცხდა ყარაბაღთან. 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული გუნდი ჩემპიონს ოთხწრიან ტურნირში გამოავლენს.
ჩვენებმა ტურნირი ოქტომბერში დაიწყეს და აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან ორი მარცხის შემდეგ შინ, ორ მატჩში 3 ქულა აართვეს იდმან აკადემიას. ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა კლუბებმა ჩემპიონატი გააგრძელეს, ხოლო ოლიმპიას ჰქონდა თვენახევრიანი პაუზა, რომლის დროსაც გუნდის წევრები შინაურ ტურნირებში - ეროვნულ და ასაკობრივ პირველობებზე თამაშობდნენ თავ-თავიანთ კლუბებში. ოლიმპია ფაქტობრივად საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები გუნდია, მოთამაშეთა ასაკი კი 15-დან 19 წლამდეა.
შესაბამისად, როგორც ოლიმპიას ხელმძღვანელობამ ბაქოდან გვაცნობა, გუნდი ცოტათი არეული და შეუთამაშებელი იყო, თორემ მეტი შეეძლო - ყარაბაღის გამოცდილ გუნდთან ტაიმი 9-13 წავაგეთ, შემდეგ სხვაობა კარგა ხანი არ გაცილებია ხუთს, და მეტოქემ, სადაც რამდენიმე უკრაინელი და რუსი ხელბურთელი თამაშობს, ბოლოში აიყვანა სხვაობა ათამდე.
მეორე მატჩში ყარაბაღის უპირატესობა უკვე აშკარა იყო: 42-18. ამავე ტურში შედგა ლიდერების მატჩიც - აზერიოლმა რევანში აიღო აზერსუსთან პირველ წრეში მარცხისთვის, 26-22 და დაკარგული ქულებით დაეწია. ოლიმპიას მომდევნო მეტოქეა განჯლარ ბირლიი, რომელსაც 21-22 დეკემბერს ვუმასპინძლებთ.
ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19
8 დეკემბერი. ბაქო, აბუ არენა
ყარაბაღი - ოლიმპია თბილისი 33-23
ყარ: ასლანოვა, ვოინოვა - სერაშტანოვა 7, ჰამიდოვა 7, კუზნეცოვა 6, იბრაჰიმოვა 4, ბაბაევა 3, ისმაილოვა 3, თაღრიევა 2, მამადოვა 1, როგოვა, გორობეცი, ფიოდოროვა, სლემანოვა - მწვ. აზიმოვი, ნაქიბაიოვა
ოლ: ჯავახია, ჩავჩიძე - ჯგერენაია 9, ქიტესაშვილი 7, მაჭარაშვილი 4, ე. ჩხაიძე 2, გოგია 1, ქ. ცინცაძე, ა. ჩხაიძე, თეთრაშვილი, ჩირგაძე, ბჟალავა, დვალიშვილი, ქებაძე, კორძაია
მსაჯები: რ. სლემანოვი - ი. სლემანოვი. დელეგატი: ლ. გელაშვილი
8 დეკ. განჯლარ ბირლიი - იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი - აზერსუ 26-22
9 ნოემბერი. ყარაბაღი - ოლიმპია 42-18
ყარ: ასლანოვა, ვოინოვა - იბრაჰიმოვა 10, ჰამიდოვა 9, ფიოდოროვა 6, კუზნეცოვა 6, თაღრიევა 4, სერაშტანოვა 3, მამადოვა 3, როგოვა 1, ისმაილოვა, გორობეცი, სლემანოვა - მწვ. აზიმოვი, ნაქიბაიოვა
ოლ: ჯავახია, ჩავჩიძე - ქიტესაშვილი 5, ჯგერენაია 4, დვალიშვილი 4, ა. ჩხაიძე 3, ე. ჩხაიძე 1, თეთრაშვილი 1, მაჭარაშვილი, გოგია, ქ. ცინცაძე, ჩირგაძე, ბჟალავა, ქებაძე, კორძაია
მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, დელეგატი: დელეგატი: რ. ალიევი
-------------------------თ---მ---ფ---წ-----ბ------ქ
აზერსუ----------------8---7---0---1--289-170--14
აზერიოლი------------7---6---0---1--227-138--12
ყარაბაღი--------------8---5---0---3--254-191--10
იდმან აკადემიასი---8---2---1---5--200-257---5
ოლიმპია--------------6---1---1---4--134-205---3
განჯლარ ბირლიი---7---0---0---7--144-287---0
შემდეგი მატჩები: 20-21 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპია - განჯლარ ბირლიი
წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ - ოლიმპია 46-17 - 7 ოქტ. აზერსუ - ოლიმპია 34-21 - 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი - აზერსუ 21-51, აზერიოლი - ყარაბაღი 26-20 - 20 ოქტ. იდმან აკადემიასი - განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ - აზერიოლი 28-27 - 25 ოქტ. ოლიმპია - იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია - იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი - აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ - იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი - ყარაბაღი 22-44 - 6 ნოე. აზერიოლი - იდმან აკადემიასი 38-18 - 10 ნოე. აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 40-13 - 14 ნოე. ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 38-20 - 24 ნოე. აზერსუ - განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი - 8 დეკ. განჯლარ ბირლიი - იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი - აზერსუ 26-22, ყარაბაღი - ოლიმპია 33-23 - 9 დეკ. ყარაბაღი - ოლიმპია 42-18







