„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთში შექმნილი ტენდეცია თუ არ შეიცვალა, მისი გუნდისთვის ინგლისის ჩემპიონობა შეუძლებელი იქნება.
ჟოზეს თქმით, „სიტი“ ისეთ თანხებს ხარჯავს სატრანსფერო პერიოდში, მასთან კონკურენცია შეუძლებელია.
„ტიტული? ეს დამოკიდებულია ჩვენს ევოლუციაზე, მაგრამ ამასთანავე სხვებზეც. თუ „სიტი“ სატრანსფერო ბაზარზე ასე გააგრძელებს და ფინანსური ფეირ-პლეი არ დარეგულირდება, ტიტულის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება“, - თქვა მოურინიომ.
აქვე გეტყვით, რომ უკანასკნელ ორ წელიწადში „სიტიმ“ 527 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა ტრანსფერებში, ხოლო „იუნაიტედმა“ 382.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერი“ თანაქალაქელს 18 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.
მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას
მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს
ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების