ფეხბურთი

14:25 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოზილს "არსენალიდან" წასვლა იანვარში უნდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა შესაძლოა ინგლისი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. TMW-ის ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელი უნაი ემერისთან კონფლიქტი აქვს და სწორედ ეს შეიძლება გახდეს მისი წასვლის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა მედიამ გერმანელი ფეხბურთელი მილანის „ინტერს“ დაუკავშირეს.

მიმდინარე სეზონში იოზილმა პრემიერლიგაში 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.112954