ჭიდაობა

13:28 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირზე ქართველმა ჭაბუკებმა ხუთ წონაში იმარჯვეს

გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში დასრულდა მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

6-7 დეკემბერს გამართულ შეჯიბრებაში კონკურენციაში ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები ჩაებნენ და საპრიზო სამეულები ათ წონით კატეგორიაში შეივსო.

ხუთ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ, ხუთში - აზერბაიჯანის. საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა ჭაბუკებმა 225 ქულა დააგროვეს, აზერბაიჯანელებმა - 205.

ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები მიხეილ სალაძემ დააჯილდოვა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი

თბილისი

6-7 დეკემბერი

45 კგ.

1 არიზ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

2 ანრი თავართქილაძე (საქართველო. ხულო)

3 თამაზ ღლონტი (საქართველო. ლანჩხუთი)

3 თორნიკე შაინიძე (საქართველო. აჭარა)

48 კგ.

1 რატი ხოზრევანიძე (საქართველო. აჭარა)

2 რამინ ირემაძე (საქართველო. აჭარა)

3 ალი ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 ხვიჩა აბულაძე (საქართველო. აჭარა)

51 კგ.

1 ყურბან ყურბანოვი (აზერბაიჯანი)

2 იადიგარ გაიბელოვი (აზერბაიჯანი)

3 ნიჰათ გულუზადე (აზერბაიჯანი)

3 კახა ძირკვაძე (საქართველო. ოზურგეთი)

55 კგ.

1 ნიჯატ მამადლი (აზერბაიჯანი)

2 რომეო ბერიძე (საქართველო. აჭარა)

3 დიმიტრი ხაჩიძე (საქართველო. ბორჯომი)

3 თემო ორჯონიკიძე (საქართველო. გარდაბანი)

60 კგ.

1 ნიკა ბროლაძე (საქართველო. აჭარა)

2 ჰასრატ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)

3 აჩიკო ბოლქვაძე (საქართველო. აჭარა)

3 ალი ალიევი (აზერბაიჯანი)

65 კგ.

1 ჰასან ჰასანლი (აზერბაიჯანი)

2 ლუკა მოდებაძე (საქართველო. თბილისი)

3 რაშად რამაზანოვი (აზერბაიჯანი)

3 რუსლან ნურლაევი (აზერბაიჯანი)

71 კგ.

1 ალახვერდი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 საბა მამალაძე (საქართველო. ოზურგეთი)

3 ბექა მელელაშვილი (საქართველო. გარდაბანი)

3 გიორგი ჭაავა (საქართველო. სენაკი)

80 კგ.

1 იაგო გობაძე (საქართველო. აჭარა)

2 ალისაფტარ მამადლი (აზერბაიჯანი)

3 ლაშა ბოლქვაძე (საქართველო. აჭარა)

3 მალხაზ არაბული (საქართველო. გარდაბანი)

92 კგ.

1 კოტე სიჭინავა (საქართველო. თბილისი)

2 ცოტნე ცინცაძე (საქართველო. ოზურგეთი)

3 ლაჩინ ვალიევი (აზერბაიჯანი)

3 გაბილ ახმედოვი (აზერბაიჯანი)

110 კგ.

1 მათე გოქაძე (საქართველო. ქუთაისი)

2 ამირან ჩარგეიშვილი (საქართველო. თბილისი)

3 რაზმიკ ქურდიანი (სომხეთი)

3 ამირან გობაძე (საქართველო. აჭარა)

www.wrestling.ge

0.110495