ჭადრაკი

0:35 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეპარინოვის ვერცხლი ბლიცში!

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა – ექს-ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა (2618) მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ბლიცის ევროპის ჩემპიონატზე მინი-სენსაცია მოახდინა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საწყისი დღის შემდეგ, 10 ტურის თავზე, ივანს მხოლოდ 6.5 ქულა ჰქონდა და 324 მონაწილეს შორის 64-ე ადგილზე იმყოფებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნამდვილად რთული სავარაუდო იყო, რომ ის კვარცხლბეკზე ასვლას შესძლებდა.
გუშინ, ჩეპარინოვი მართლაც რომ შეუჩერებელი გახლდათ. მან ზედიზედ 10 (!) პარტია მოიგო და მხოლოდ რუს ვლადისლავ არტემიევთან (2825) წაიფორხილა, რომელსაც პირველი განთესვა ჰქონდა და აკი, ჩემპიონიც გახდა.
არტემიევმა 22 ტურში 18.5 ქულა მოაგროვა, ჩეპარინოვი, რომელსაც მხოლოდ მე-18 განთესვა ჰქონდა, 17.0 ქულით მე-2 იყო, ბრინჯაოს მედალს კი ჩეხი დავიდ ნავარა (2707) დაეპატრონა 16.5 ქულით.
8-9 დეკემბერს მოჭადრაკეები ერთამენთს რაპიდში გაეჯიბრებიან და ივანს წარმატების შანსი აქაც აქვს, რადგანაც უფრო კარგი რეიტინგი (2697) და შესაბამისად, მაღალი – მე-6 განთესვა გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112081