ჩოგბურთი

23:50 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილი წინ მიიწევს

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა თურქულ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

დალაქიშვილმა კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრაზილიელი ალექსანდრა ფერეირა და სილვა 6:3, 6:2 დაამარცხა, შემდეგ მე-4 ნომრად განთესილ ლატვიელ ალის ჩერნეცკას 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი უნგრელი ადრიენ ჰორვატი დაჯაბნა – 6:2, 6:2.
მარიამი ძირითად ბადეში “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელ გაბრიელა აურა ზარნოვეანუს გადაეყარა და წარმატების მიღწევა ამჯერადაც არ გასჭირვებია – 6:0, 6:1. ამგვარად, ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიაში უკვე 4 მატჩი მოიგო და ჯერ მის მეტოქეებს სეტში სამ გეიმზე მეტიც კი არ აუღიათ.
თუ ვინ იქნება დალაქიშვილის მეტოქე მერვედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-4 რეიტინგის მქონე თურქი მელის სეზერი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს – ბელგიელ ლუნა მეერს გაეჯიბრება.
კვალიფიკაციის დაძლევას ცდილობდა ბარბარე ერისთავიც, რომელმაც საწყის წრეში გერმანელი სარა მანშოტი 6:0, 6:0 გაანადგურა, შემდეგ კი, მე-3 განთესვის მქონე სერბ მიჰაელა ჯაკოვიჩთან 4:6, 4:6 წააგო.
ვთქვათ ისიც, რომ წყვილთა მერვედფინალში დალაქიშვილი და თურქი ზეინეპ სონმეზი თურქსავე ჩემრე ანილსა და სამხრეთკორეელ იეონ ვონ ჯეონს ეთამაშებიან.

0.116089