ფეხბურთი

19:00 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ამბავი - "გემუდარები, დაამატე უფრო მეტი..." (+VIDEO)

ბულგარეთის ჩემპიონატში სოფიის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა მსაჯებს დაუჩოქა. საინტერესო შემთხვევა 18-ე ტურის მატჩში მოხდა, რომელსაც ცსკა „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ ატარებდა.

90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ, მთავარმა მსაჯმა ნიკოლაი იორდანოვმა მატჩს მხოლოდ 2 წუთი დაამატა. ამ ფაქტით უკმაყოფილო დარჩა ცსკა-ს თავკაცი ნესტორ ელ მაესტრო, რომელიც მეოთხე არბიტრთან ივაილო სტოიანოვთან მივიდა, დაუჩოქა და უფრო მეტი დროის დამატება სთხოვა...

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში 1 გოლი გავიდა, 5 შეცვლა განხორციელდა და 89-ე წუთზე „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. სწორედ ამ ფაქტების გამო ცსკა-ს მწვრთნელი და ქომაგები მიიჩნევდნენ, რომ მსაჯს 2 წუთზე მეტი უნდა დაემატებინა. სხვათა შორის, ნესტორ ელ მაესტრო გასულ სეზონში ტრნავას "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, რომლის ღირსებასაც ჩვენებური ვახტანგ ჭანტურიშვილი იცავს.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ბულგარეთის ჩემპიონატს „ლუდოგორეცი“ ლიდერობს, რომელიც 6 ქულით უსწრებს მეორეადგილზე მყოფ სოფიის ცსკა-ს.

0.128684