კალათბურთი

14:41 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დათა კაკუშაძე: "უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ"

კალათბურთს 12 წლიდან აქტიურად თამაშობს. მისი საკალათბურთო დებიუტი "მართვეში" შედგა. დათა კაკუშაძეს კალათბურთის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. იგი ცნობილი მამა-შვილის ზურაბ და ლევან ქარაბაკების ოჯახში დაიბადა. დათას ბაბუა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის თასის მფლობელია. ბიძა, ლევან ქარაბაკი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. დათას არჩევანი ოჯახში წარმატებული კალათბურთელების ყოფნამ განაპირობა.

ვერის ბაღის დარბაზში დაწყებული კარიერა საქართველოს საზღვრებს გარეთ გრძელდება. სანამ დათა ამ შედეგს მიაღწევდა და აშშ-ში, ნიუ-ჰემპშირის შტატში აღმოჩნდებოდა მან არაერთი გუნდი შეიცვალა.

2016 წელს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი - ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია.

დათა კაკუშაძე: "ზაზას აკადემია ერთი დიდი ოჯახია. აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი ვისწავლე. იყო პერიოდი, როდესაც პიროვნული განვითარება მჭირდებოდა, რაშიც ზაზა ფაჩულიას აკადემია დამეხმარა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ზრუნავდა ჩვენს, როგორც გუნდის, ასევე პიროვნულ განვითარებაზე. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ყოფილ მწრთვნელებს დეიან პროკიჩს და ლექსო ლაფანაშვილს. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მოთამაშის განვითარებისთვის აუცილებელია."

დათას ოცნების გუნდი "ლეიკერსია". თუმცა, სანამ მას "ლეიკერსის" რიგებში ვიხილავდეთ, მოედანზე სათამაშოდ Brewster Academy-ს მაისურით გამოდის.

- ახალ გარემოს როგორ შეეგუე?
- სიმართლე გითხრათ არ ველოდი, თუმცა ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა. აქ ჩამოსვლამდე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამერიკელ ხალხზე. პირიქით მოხდა. ყველა ცდილობს დაგეხმაროს, რომ ახალ გარემოში მარტივად ადაპტირდე. იყო მომენტი, როცა გამიჭირდა ოჯახისგან და მეგობრებისგან ასე შორს ყოფნა. ყველაფრის გაკეთება მარტო მიწევდა. ამისთვის კი მზად არ ვიყავი. თუმცა, ვარჯიში და აქ შეძენილი მეგობრები ამ ეტაპის გადალახვაში ძლიან დამეხმარნენ.

დასახული მიზნის მისაღწევად დათა ბევრს შრომობს. ხშირად ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია საკუთარ თავზე ვარჯიში. და, რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ."

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09983