ჭადრაკი

13:23 | 7.12.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ჯავახიშვილი მსოფლიოს ნაკრების ღირსებას იცავს

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტარტი აიღო კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვასკას ტრადციულმა მემორიალმა, რომელშიც პოლონეთის ქალთა ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს მასპინძლობს.

სასიხარულოა, რომ მსოფლიოს გუნდის ღირსებას ქართველი ლელა ჯავახიშვილიც (2464) იცავს, მისი თანაგუნდელები კი გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი (2487), ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2408), ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2470) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2494) არიან.
პოლონელთა ღირსებას იოლანტა ზავადსკა (2423), კლაუდია კულონი (2333), კარინა შჩეპკოვსკა (2408), მონიკა სოცკო (2458) და ანა ვარაკომსკა (2233) იცავენ.
ტურნირზე უკვე 3 ტური მიილია. ჯავახიშვილმა შეჯიბრი შავი ფიგურებით სოცკოსთან გამარჯვებით გახსნა, შემდეგ თეთრებით შჩეპკოვსკასთან წააგო, მე-3 ტურში კი შავებით კულონს დაუზავდა.
მსოფლიოს ნაკრებმა სამიდან ორ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა და ამ დროისთვის წინაა 4:2, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი, ჯავახიშვილი 1.5 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.
საუკეთესო შედეგი შჩეპკოვსკას აქვს, რომლის აქტივშიც 2.5 ქულაა.
მე-4 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ზავადსკას ეთამაშება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 12.02.2018
Beka-1991 (596)

ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ

10:10 | 12.02.2018
RHP (3623)

არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ

01:33 | 12.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა

00:43 | 12.02.2018
ogafa (10211)

ლივერპული დაქოქილია

0.070895