მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს ბლიცსა და რაპიდში, სადაც საქართველო ერთადერთი მოჭადრაკითაა წარდგენილი.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2618) იცავს, რომელმაც ქართული მოქალაქეობა არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო.
შეჯიბრის საწყისი 2 დღე ბლიცს ეთმობა. მონაწილეებმა უკვე მოითავეს 10 ტური, ჩეპარინოვი კი, რომელსაც მე-18 განთესვა აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით, მხოლოდ 64-ე ადგილზე იმყოფება.
ივანმა ტურნირი ზედიზედ 4 მოგებით დაიწყო, თუმცა, მომდევნო ექვს პარტიაში 2-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ წააგო და 1 პარტია ყაიმით დაასრულა. ამგვარად, მის აქტივში 6.5 ქულაა.
სულ, ბლიცში 22 ტურია დაგეგმილი და გამარჯვებულის ვინაობას დღეს შევიტყობთ. ამ დროისთვის, ლიდერები რუსი ვლადისლავ არტემიევი (2825) და ესპანელი ივან ლოპეს სალგადო (2513) არიან, რომელთა აქტივშიც 9.5-9.5 ქულაა.
საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატში 324 მოჭადრაკეა ჩართული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
23 მარტს გოლი უნდა გაუტანო შვეიცარიას
ღრუსებს არ ენდო
ჯერ მხოლოდ 25 წლისაა ჯანო, ასე რომ ყველაფერი წინ აქვს, კაი იყო ვიტესი მაგრამ რას იზამ, სპარტაკში სკამის ხეხვას აქ ითამაშოს ჯობია, ნაკრებისთვისაც კარგია და რატომღაც ჯიუტად მგონია ევროპული გუნდების თვალთახედვის არეალში მაინც მოხვდება.
გაიხარე ჯანო ! ! !
გელოდებით ნაკრებში ! ! !
+
"ჯვარედინი მყესის მქონე ადამიანები 10-12 კილოგრამს იმატებენ, მე - ერთს"

აქ ალბათ წინადადებაა გაუმართავი და სიტყვები აკლია, თორე წონაში კლების თვალსაზრისით კუჭის დაპატარავება კი არა, ჯვარედინი მყესების ამოჭრა იქნებოდა ყველაზე ეფექტური
ჯანო კაი ტიპია ოქრისგან და ჭანტურიასგან გასნხვავებით და მეტსაც იმსახურებს უბრალოდ არ უმართლებს სამწუხაროდ და ტრამვებიც აწუხებს მაგრამ ნაკრების ლიდერია პაქტია მისი დონის ფეხბურთელი ჩვენ ნაკრებს ძალიან ჭირდება
თუ ჯანზეა, ნამდვილად საჭირო კაცია ნაკრებისთვის. მაგრამ ლიდერობის რა გითხრა...
რა გადაეკიდე ამ ოქრიაშვილს,თითქოს პირადად იცნობდე ისე
არ გადავეკიდე კაცო
უბრალოდ ჩემი აზრია რა ვქნა არ ვარ სიმპატიით განწყობილი თორე მართლა არაფერ ვერჩი პირიქით ნაკრებს თუ დაეხმარება და ფორმაში იქნება მაგას რა ჯობია
ვამბობდი მაგარი კაცია თქვა