„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებთან იტალიური სერია A-ს საჩემპიონო მარათონზე ისაუბრა.
„იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი და სტაბილურია. მაგრამ მიუღწეველს ვერ დაარქმევ. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობს. თუმცა, „იუვენტუსს“ ფეხი რომ აუწყო, სასწაულები უნდა მოახდინო.“ - უთხრა ანჩელოტიმ La Gazzetta Dello Sport-ს.