ფეხბურთი

9:29 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ნიცა“ ბალოტელის კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს

„ნიცას“ პრეზიდენტმა, ჟან-პიერ რივიერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფრანგული კლუბი იტალიელ შემტევს, მარიო ბალოტელის, კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს. ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს გასდის ვადა.

„გვეგონა, ბალოტელი გასულ ზაფხულს დატოვებდა კლუბს. ამიტომ, წინასასეზონო შეკრება გამოტოვა. რა გასაკვირია, რომ სეზონის დასაწყისში თამაშიც არ მისდის. თუმცა, მარიოს ნიჭიერების ამბავი ცნობილია, საკმარისია ერთხელ გაიტანოს და გოლებიც წამოვა.

კონტრაქტის გაგრძელება? არა მგონია. ყველაფერი დამთავრდა.“ - განუცხადა რივიერმა Goal-ს.

მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ „ნიცას“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა. ერთი საგოლე პასით და ხუთი ყვითელი ბარათით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111638