ფეხბურთი

2:16 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ალექს სანდროს შეუთანხმდა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ ბრაზილიელ ფეხბურთელ ალექს სანდროს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რომეო აგრესტი წერს, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და უახლოეს ხანებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ალექს სანდრო ახალი ხელშკერულების თანახმად, ტურინში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება და ხელფასის სახით სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.

შეგახსენებთ, ალექს სანდრო „იუვეს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ამ პერიოდში 27 წლის სამხრეთ ამერიკელმა 132 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110254