კალათბურთი

1:00 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში
18 წლის ნატალია ოთხმეზური თამაშს აშშ-ში განაგრძობს

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური არის პირველი გოგო ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.

ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.

ნატალია ოთხმეზური: „ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის“.

გიორგი ალავიძე (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი): „ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს“.

ლაშა ფარღალავა (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი): „აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს.“

0.258851