ფეხბურთი

23:25 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ისკოს ყიდვას იანვარში აპირებს

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას იანვარში შეეცდება. Calciomercato-ს ცნობით, მასიმილიანო ალეგრი უკვე დიდი ხანია ისკოს ტურინში გადაბირებითაა დაინტერესებული და ახლა ამის შანსი მიეცა.

საქმე ისაა, რომ ესპანელი ფეხბურთელი სანტიაგო სოლარის გეგმებში ვერ ჯდება და იშვიათად უწევს თამაში. მხოლოდ ესპანეთის თასზე „მელილიასთან“ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში (დღეს დუბლიც შეასრულა).

სწორედ ამიტომ პირინელ შემტევს მადრიდის დატოვებაზე უჭირავს თვალი და ვინაიდან, სოლარისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელი არაა, შესაძლოა არც „რეალი“ იყო მისი გასხვისების წინააღმდეგი.

მიმდინარე სეზონში ისკომ 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.103649