საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად ლიგა 1-ის ხუთი მატჩი გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ლიგა 1-ის მე-17 ტურის შეხვედრები პარიზში, ტულუზაში, მონაკოში, სენტ ეტიენსა და ანჟერში არ გაიმართება. პსჟ - "მონპელიეს", "ტულუზა" - "ლიონის", "მონაკო" - "ნიცას", "სენტ ეტიენი" - "მარსელის" და "ანჟერი" - "ბორდოს" მატჩების გამართვის თარიღი მომავალში გახდება ცნობილი.