უეფას შტაბ-ბინაში ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრებების წილისყრა გაიმართა. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და შესაბამისად, გაირკვა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების მეტოქეები.
17 წლამდე ნაკრები ქვეჯგუფში პორტუგალიასთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და ელიტ-რაუნდში გააგრძელებენ ასპარეზობას.
იგივე ითქმის 19 წლამდე ნაკრებზეც, რომელსაც მეტოქეებად ხორვატია, უნგრეთი და ყაზახეთი ერგო.
აქვე გეტყვით, რომ ხსენებული შესარჩევი ეტაპი დამდეგი წლის შემოდგომაზე გაიმართება.