სხვა

15:26 | 6.12.2018 | ნანახია 762 - ჯერ

ევროპის ჩემპიონის მეორე წაგება  

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დარულდა პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე რაუნდში ქულათა მაქსიმუმით გადავიდნენ რუმინეთი, ჰოლანდია და რუსეთი. რუმინეთმა გუშინ 31-23 დაამარცხა ნორვეგია, რომელიც ტიტულის დაკარგვის პირასაა.

რუმინეთმა მე-14 წუთიდან დაიწყო მეტოქის განადგურება, როდესაც ნიაგუმ, კიპერმა და გაიგერმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანეს (12-8), 24-ე წუთზე კი სხვაობა 7 ბურთი იყო, 17-10. ნორვეგიამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრძოლა - კრისტიანსენისა და ოფტედალის გოლების შემდეგ ანგარიში 14-18 გახდა, მაგრამ აქ ზედიზედ რამდენიმე ბურთი მოიგერია მეკარე დუმანსკამ, 53-ე წუთზე კი რუმინეთს საქმე მოთავებული ჰქონდა - 28-19. ნიაგუმ გაიტანა 11, დუმანსკამ მოიგერია 14 დარტყმა. შედეგად, ნორვეგია უქულოდ გავიდა მეორე ეტაპზე, სადაც ექვსეულიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას სულ 2 გუნდი აგრძელებს და ჰოლანდიასთან, უნგრეთთან და ესპანეთთან აქვს სათამაშო.

უნგრეთ-ესპანეთის მატჩშიც დაახლოებით იგივე სცენარი იყო - უნგრეთის ახალგაზრდული გუნდი უკვე მეორმოცე წუთზე 10 ბურთით იგებდა (საბოლოოდ - 32-26), ესპანეთი კი ასევე 0 ქულითაა და მეორე ეტაპზე ნორვეგიის დღეში იქნება. ამ ჯგუფიდან უდანაკარგოდ, 4 ქულით, ჰოლანდია გავიდა.

ჯგუფიდან 4 ქულა გაიყოლა რუსეთმაც, რომლის ბოლო ტურის მატჩიც აღარაფერს წყვეტდა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავს სლოვენიასთან დამარცხების უფლებაც მისცა - 27-29.

მეორე ეტაპი დღესვე იწყება დანია-საფრანგეთისა და შვედეთ-მონტენეგროს მატჩებით. ჩემპიონატის ყველა თამაშის ნახვა, ქართული კომენტარით, შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორეზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი, ნანტი: სერბეთი 4, შვედეთი 4, დანია 4 - პოლონეთი 0

4 დეკემბერი

შვედეთი - პოლონეთი 23-22

ბლომსტრანდი, ჰაგმანი 4 - გრჟიბი 9, პლაჩეკი 16/38

https://www.youtube.com/watch?v=sYWpIutWXsg&t=3s

დანია - სერბეთი 25-30

ოსტეგორი 6 - კრპეჟი, ლეკიჩი 8

https://www.youtube.com/watch?v=GfjYXUVc97I

30 ნოე: სერბეთი - პოლონეთი 33-26, დანია - შვედეთი 30-29

2 დეკემბერი. პოლონეთი - დანია 21-28, შვედეთი - სერბეთი 22-21

B ჯგუფი, ნანსი. რუსეთი 4, საფრანგეთი 4, მონტენეგრო 2 - სლოვენია 2

4 დეკემბერი

რუსეთი - სლოვენია 27-29

კოჩეტოვა 6, მაკეევა 5 - გროსი 12, სტანკო 6

https://www.youtube.com/watch?v=ffMMsTFjK_c

საფრანგეთი - მონტენეგრო 25-20

ნზემინკო 7, ლენო 10/25 - რადიჩევიჩი 6, მეჰმედოვიჩი 4

https://www.youtube.com/watch?v=zy48kMbKZOs

29 ნოე: საფრანგეთი - რუსეთი 23-26, 30 ნოე: მონტენეგრო - სლოვენია 36-32

2 დეკემბერი. სლოვენია - საფრანგეთი 21-30, რუსეთი - მონტენეგრო 24-23

C ჯგუფი, მონბელიარი: ჰოლანდია 6, უნგრეთი 4, ესპანეთი 2 - ხორვატია 0

5 დეკემბერი

ჰოლანდია - ხორვატია 34-23

ამეგა 8, მალეშტაინი 6, ფრერიკსი 5 - ტურკი, კალაუსი 6

https://www.youtube.com/watch?v=jwUF-DdHaQ8

უნგრეთი - ესპანეთი 32-26

პლანეტა 8 (6/6 7მ), შაცლი, ჰაფრა 5 - მარტინი 6, ლოპესი 5

https://www.youtube.com/watch?v=fRVmoqpMuRQ

1 დეკ: უნგრეთი - ჰოლანდია 25-28, ესპანეთი - ხორვატია 25-18

3 დეკემბერი. ხორვატია - უნგრეთი 18-24, ჰოლანდია - ესპანეთი 28-27

D ჯგუფი, ბრესტი: რუმინეთი 6, გერმანია 4, ნორვეგია 2 - ჩეხეთი 0

5 დეკემბერი

გერმანია - ჩეხეთი 30-28

შმელცერი 7, გეშკე, ბიოლკი 5 - ლუზუმოვა 10, კოვაროვა 6

https://www.youtube.com/watch?v=TyM-zdPhAYA

ნორვეგია - რუმინეთი 23-31

კრისტიანსენი, აუნე 5 - ნიაგუ 11 (4-7მ), კიპერი 5, დუმანსკა 14/32

https://www.youtube.com/watch?v=wZzU4REd3rw

1 დეკ: ნორვეგია - გერმანია 32-33, რუმინეთი - ჩეხეთი 31-28

3 დეკემბერი. გერმანია - რუმინეთი 24-29, ჩეხეთი - ნორვეგია 17-31

ბომბარდირები: კრპეჟი, სრბ 26 (15 7მ); გროსი, სლნ 25 (7); ბუჩესკი, რუმ 24 (12); ნიაგუ, რუმ 24 (4); იაუკოვიჩი, მნტ 21 (5) - გოლი+პასი: გროსი 25+16 - პასები: ვიახირევა, რუს 21 - მეკარეები: დუმანსკა, რუმ 27/67=40%; იდენი, შვდ 29/76=38%

მეორე ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

1 ჯგუფი, ნანტი: რუსეთი 4, სერბეთი 2, საფრანგეთი 2, შვედეთი 2, დანია 2, მონტენეგრო 0

(საფ-რუს 26-23, შვდ-დან 29-30, სრბ-შვდ 21-22, რუს-მნტ 24-23, სრბ-დან 30-25, საფ-მნტ 30-25)

6 დეკემბერი. 21:00 დანია - საფრანგეთი, 24:00 შვედეთი - მონტენეგრო

8 დეკემბერი. 18:00 შვედეთი - საფრანგეთი, 21:00 სერბეთი - რუსეთი

10 დეკემბერი. 21:00 დანია - რუსეთი, 24:00 სერბეთი - მონტენეგრო

12 დეკემბერი. 18:45 დანია - მონტენეგრო, 21:00 შვედეთი - რუსეთი, 24:00 სერბეთი - საფრანგეთი

2 ჯგუფი, ნანსი: რუმინეთი 4, ჰოლანდია 4, უნგრეთი 2, გერმანია 2, ესპანეთი 0, ნორვეგია 0

(ჰოლ-უნგ 28-25, გერ-ნორ 33-32, რუმ-გერ 29-24, ჰოლ-ესპ 28-27, რუმ-ნორ 31-23, უნგ-ესპ 32-26)

7 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი - გერმანია, 24:00 უნგრეთი - ნორვეგია

9 დეკემბერი. 18:00 უნგრეთი - გერმანია, 21:00 ჰოლანდია - რუმინეთი

11 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი - რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია - ნორვეგია

12 დეკემბერი. 18:45 ესპანეთი - ნორვეგია, 21:00 უნგრეთი - რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია - გერმანია

ფინალური ოთხეული: პარიზი, 14, 16 დეკემბერი

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:03 | 06.12.2018
ogafa (8029)

სილკ ზე კარგია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070061