ფეხბურთი

15:06 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კავანის პსჟ-ს დატოვება უნდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ შესაძლოა ედინსონ კავანიმ დატოვოს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ურუგვაელი პარიზელთა გასახდელში დისკომფორტს განიცდის და ამიტომ, გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

კონკრეტულად კი, პსჟ-ში ამჟამად ამინდს ნეიმარი და კილიან მბაპე ქმნიან და სწორედ უკანა პლანზე გადაწევის გამო კავანი წასვლას აპირებს. არაა გამორიცხული სამხრეთ ამერიკელმა კლუბი უკვე იანვარშივე შეიცვალოს. საგულისხმოა ისიც, რომ ედინსონს ბოლო დროს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

მიმდინარე სეზონში კავანიმ ლიგა 1-ში 10 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. კონტრაქტი კი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136541