ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” მორიგი მატჩი ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდ “მილუოკი ბაქსთან” ჩაატარა და დიდი ანგარიშით – 95:112 დამარცხდა.
ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
დეტროიტელთა რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 31 ქულითა და 7 მოხსნით, მილუოკელებს კი 27 ქულით ერიკ ბლედსოუმ ულიდერა.
“პისტონსი” 13 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს “ფილადელფიასთან” ჩაატარებს.