ფეხბურთი

16:39 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლაზარეთი ივსება

კატალონიის „ბარსელონას“ ლაზარეთი კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანეთის თასზე „ლეონესასთან“ (4:1) შეხვედრაში ტრავმა მალკომმა მიიღო.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ დაშავდა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. მალკომმა ტერფი დაიზიანა და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

კატალონელთა ცნობით, უახლოეს ხანებში ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელიც დააგდენს მისი მოედანზე დაბრუნების თარიღს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ მალკომის გარდა ტრავმირებული ჰყავს რაფინია, სამუელ უმტიტი, არტური, არტურო ვიდალი, სერხი რობერტო და ლუის სუარესი.

0.105537