ფეხბურთი

13:50 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესი მანქანით ქალს დაეჯახა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, არგენტინელი ფორვარდი თავისი Porsche Boxster-ით ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

შემთხვევა ბუონაროტის ქუჩაზე მოხდა და მარტინესი ინციდენტისთანავე გადმოვიდა ავტომობილიდან დაზარალებულის დასახმარებლად.

37 წლის ქალბატონი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი დაზიანება სერიოზული სახის არაა. შემთხვევის გამოძიება კი ადგილობრვმა პოლიციამ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129915