ფეხბურთი

12:57 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონჩი ჩაკვეტაძეს ბელგიაში აკვირდება

იტალიური „რომა“ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება. Laroma24.it-ის ცნობით, „ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი მონჩი ყურადღებას ბელიურ ბაზარზე ამახვილებს, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს მონიშნული.

ჩამონათვალში შედიან: რაზვარ მარინი („სტანდარტი“), გოიკო ციმიროტი („სტანდარტი“), სანდერ ბერგი („გენკი“) და გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“). გარდა ამისა, პსვ ეინდჰოვენის ნახევარმცველი ერიკ გუტიერესი, „ბეშიქთაშის“ წევრი ოგუზან ოზიაკუპი და „ატლეტიკო პარანანენსეს“ ტალანტი ბრუნო გიმარაეში. "რომა" ტრანსფერზე მუშოაბას იანვარში გეგმავს.

შეგახსენებთ, „რომას“ დაინტერესების შესახებ იტალიური მედია ადრეც წერდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, გიორგი უკვე არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს...

0.106789