ფეხბურთი

10:53 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: “დაგვანებეთ თავი და მოგვეცით დრო“

„არსენალთან“ პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩის შემდეგ (2:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იჩქარონ წლევანდელი სეზონის შეფასებისას.

„არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც დღვანდელ გუნდს როი კინის, რუუდ ვან ნისტერლოისა და ნემანია ვიდიჩის „მანჩესტერს“ ადარებენ. დაგვანებეთ თავი და მოგვეცით დრო. კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენს გუნდს სული და გული აქვს. ეგ არის, სტაბილურობა და ერთიანობა არ გვყოფნის.

დღესაც მოთამაშეებმა ყველაფერი დადეს მინდორზე. ძალიან დაღლილები იყვნენ.

მაგრამ, სათადარიგოთა სკამიდან ჩანდა, რომ „არსენალის“ შეტევებისას, ჩვენს მცველებს პანიკა ეუფლებოდათ. ამაზეა სამუშაო.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Goal-ს.

დღეისათვის „მანჩესტერს“ 23 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114401