ამერიკული „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, იტალიურ „მილანში“ აღარ გადავიდეს, გვამცნობს Football Italia. წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს შვედის იტალიურ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავიაო, მაგრამ, წყაროს ცნობით, მხარეებმა მოულოდნელად ვერ მოილაპარაკეს.
„მილანმა“ უკვე დაიწყო სხვა თავდამსხმელის ძებნა. „იბრა“ კი, სავარაუდოდ, ისევ „გალაქსიში“ დარჩება.
37 წლის იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა.