ფეხბურთი

21:24 | 5.12.2018 | ნანახია 2002 - ჯერ

ნიკა კაჭარავას დუბლი და საგოლე პასი კვიპროსში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსის თასზე დუბლით გამოირჩა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 1/8 ფინალურ ეტაპზე სტუმრად „აკრიტასი“ 7:0 გაანადგურა და ამაში თავისი წვლილი 24 წლის ქართველმაც შეიტანა.

ნიკა ძირითად შემადგენლობაში იყო. 84-ე წუთზე ანგარიში 5:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 7:0 დააფიქსირა. შუალედში კი, 85-ე წუთზე მიხალ დურისს ასისტენტობა გაუწია და საგოლე პასიც მიითვალა.

ეს კაჭარავას პირველი გოლებია მიმდინარე სეზონში მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და დღემდე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ანორთოსისი“ კი კვიპროსის თასისთვის ბრძოლას 1/4 ფინალიდან გააგრძელებს.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:04 | 06.12.2018
სავაშა__ (6590)

მე მაინც ვთვლი რო ძალიან ნიჭიერია 3 თუ 4 მაკრატელა აქვს ტიპს გატანილი ამხელაა და მაინც მაგარი ტექნარი )) მესამე ფორვარდად გვყავდეს, არაფერს გააფუჭებს

13:24 | 06.12.2018
ogafa (10140)

11:19 | 06.12.2018
Buratino (3505)

თავიდან მესიამოვნა, რადგან ვიფიქრე საგოლე ალღო გაუჩნდა-თქო. თუმცა, როცა მიმოხილვა ვნახე, იმედი გამიცრუვდა. ორივე გოლი სრული შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი - პირველ მომენტში კარიდან 2 მეტრში მცველმა "ჩააბარა" ბურთი და ამანაც უბრალოდ კარში შეაგორა, ხოლო მეორე შემთხვევაში კარისკენ გაიქცა (უფრო სწორად გაძუნძულდა) და მეტოქე მცველების დაბალი დონით ისარგებლა. ამ მომენტში ერთადერთი რაც მომეწონა, დარტყმის სიზუსტე იყო.
მოკლედ, არანაირი კლასი და არანაირი შესრულება

03:23 | 06.12.2018
ORTEGA (80)

არ მინდა ნიკა კაჭარავას გულშემატკივრებს ვაწყენინო , შეურაცყოფას არ ვაყენებ პროსტა რასაც ვუყურებ იმას ვამბობ რომ ნიკა კაჭარავას პირდაპირი სიტყვებით რომ ვთქვათ საფეხბურთო ინტელექტი აკლია როგორც ფეხბურთელს და თან ძალიან . მომენტებს საერთოდ ვერ კითხულობს

01:45 | 06.12.2018
ogafa (10140)

წარმატებები

23:31 | 05.12.2018
ilia_juventus (2091)

არაფერსაც არ ველოდები, უბრალოდ რაღაც პოტენციალი აქვს და შეუძლია განავითაროს , დახვეწოს, გააღვივოს. ამას კარგი ტრენერი უნდა და ძალიან მაგარი ფორვარდი დადგება.. თვითონაც ეტყობა უმოტივაციოდ დალასლასებს მინდორზე.. მიღწეულით არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე !

23:37 | 05.12.2018
mjgiri (8951)

რომელი პოტენციალი,ადამიანს კოორდინაციასთან აქვს პრობლემები,თან სერიოზული.ყველაფერთან ერთად ძალიან მძიმეა...ეს საშუალო დონეს ვერ გაქაჩავს ვერასდროს

23:07 | 05.12.2018
alfadhirhaiti (7518)

ეს ქვილითაიას ჯობია და ნეტა ვცდებოდე, რადგან ქვილითაია მოიაზრება ნაკრებში მეორე თავდამსხმელად.

23:28 | 05.12.2018
mjgiri (8951)

ქვილითაია პირველი თავდამსხმელი იქნება ნაკრების,როდესაც მწყობრში ჩადგება

23:09 | 06.12.2018
alfadhirhaiti (7518)

ვნახოთ ერთი რისი ტრა*ი აქვს ქვილითაიას...

21:57 | 05.12.2018
iceman (2988)

რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა მგონია თორემ 2 წლის წინ ლამის ბომბარდირი გახდა კვიპროსში, მერე პოლონეთშიც დიდი გამოცდილება მიიღო და ყველანაირი ლოგიკით უფრო უნდა უმატებდეს არადა წელს საერთოდ უგოლოდ იყო

21:55 | 05.12.2018
saamtrediel (960)

წადი შენი მახინჯი ფეხბურთი მო**ან!

21:46 | 05.12.2018
mjgiri (8951)

4-0 იგებდა ანორთოსისი,ყველამ თამაში მიატოვა უკვე და კაჭამაც გაიბრწყინა

21:35 | 05.12.2018
Euro2020 (114)

კაჭო))

21:32 | 05.12.2018
mjgiri (8951)

ველოდები კომენტებს,რომ კაჭარავა საუკეთესო ქართველი ფორვარდია და ნაკრებში უბრალოდ თანაგუნდელები არ ეხმარებიან

0.125082