ფეხბურთი

16:15 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "მესი მეხუთე ადგილზე - ეს აბსურდია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე France Football-ის გამოკითხვას აბსურდს უწოდებს.

ესპანელი სპეციალისტი ლიონელ მესის მეხუთე ადგილზე გასვლით გაკვირვებული და გაბრაზებულია.

„ვულოცავ მოდრიჩს გამარჯვებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ მესი მეხუთე ადგილზე გავიდა, სრული აბსურდია. არ ვაფასებ, რომ ჯილდო უსამართლოდ გათამაშდა, მაგრამ ორგანიზატორებენ განმარტება უნდა გააკეთონ“, - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს As-ი.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მოიგო. ლიონელ მესი კი, სამეულს მიღმა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108642