ფეხბურთი

15:35 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის რეკორდსმენები

ერთი კვირის წინ ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე საქართველოს ეროვნული ლიგის რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით. „დინამოსთან“ შეხვედრა 36 წლის ფეხბურთელისთვის 442-ე გახლდათ და გივი დიდავას მიღწევა გააუმჯობესა.

კოშკაძემ მონაგარს „ტორპედოსთან“ მატჩიც დაუმატა და უკვე 443 შეხვედრით იწონებს თავს.

საინტერესოა, საუკეთესო ათეულიც, რომელიც ასეთია:

1. ალექსანდრე კოშკაძე - 443 მატჩი

2. გივი დიდავა - 441

3. ლუკა რაზმაძე - 422

4. ზურაბ იონანიძე - 422

5. სევასტი თოდუა - 419

6. მიხეილ მახვილაძე - 405

7. შოთა ბაბუნაშვილი - 402

8. დავით ბოლქვაძე - 399

9. გიორგი დათუნაიშვილი - 377

10. გიორგი ბალაშვილი - 363

0.113914