კალათბურთი

12:45 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოა "მემფისის" კალათბურთელია

33 წლის ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა "მემფის გრიზლის" კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნოამ "დათვებთან" კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გააფორმა, რაშიც ფრანგი 1.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ნოამ ათი წელი "ჩიკაგოში" ითამაშა, ბოლო ორი სეზონი კი "ნიუ იორკ ნიქსში" ირიცხებოდა.

ჟოაკიმს ნბა-ში 625 შეხვედრა აქვს ჩატარებული და საშუალოდ ერთ მატჩში 9 ქულას, 9.3 მოხსნას 3 პასს აგროვებდა.

0.122195