კალათბურთი

11:52 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„საკრამენტომ“ საუკეთესო პერიოდი ჩაატარა, „დალასმა“ „პორტლენდს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„იუტამ“ შინ „სან ანტონიო“ 139:105 დაამარცხა. მატჩის სტარტზევე „ჯაზმენები“ დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ტეხასელები მდევრის როლში იყვნენ. დეროზანმა და ოლდრიჯმა 16-16 ქულა ჩააგდეს. „იუტამ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, შვიდმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 20 ქულა დონოვან მიტჩელის ანგარიშზეა, რუდი გობერმა 18 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა.

„საკრამენტომ“ გასვლაზე „ფინიქსი“ 122:105 დაამარცხა. „საკრამენტომ“ კლუბის ისტორიაში საუკეთესო პირველი პერიოდი ჩაატარა, მათ მეტოქე 36:9 დაამარცხეს და მატჩის ბედი თავიდანვე გადაწყვიტეს. ყველაზე მეტი 21 ქულა მელტონის ანგარიშზეა. „საკრამენტომ“ უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო.

„დალასმა“ „პორტლენდს“ 111:102 აჯობა. ტეხასელებმა მეტოქეს პირველ პერიოდში 14 ქულით მოუგეს, პორტლენდელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ მატჩის შემობრუნებას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 8 პასი, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. „დალასში“ ლუკა დონჩიჩი 21 ქულით და 9 მოხსნით გამოირჩა.

„ინდიანა“ –„ჩიკაგო“ 96:90 (23:21, 20:24, 27:22, 26:23)

https://www.youtube.com/watch?v=4DiY7AChseU

„მაიამი“ – „ორლანდო“ 90:105 (25:27, 25:19, 12:30, 28:29)

https://www.youtube.com/watch?v=g218abjLFWQ

„დალასი“ – „პორტლენდი“ 111:102 (34:20, 26:25, 27:28, 24:29)

https://www.youtube.com/watch?v=wQUf0B6wWJM

„ფინიქსი“ – „საკრამენტო“ 105:122 (9:36, 31:32, 27:31, 38:23)

https://www.youtube.com/watch?v=9cJoYnKKxi8

„იუტა“ – „სან ანტონიო“ 139:105 (34:20, 29:27, 41:31, 35:27)

https://www.youtube.com/watch?v=PtgS_pGVVhc

თეგებინბა
0.118221